2/3

რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეთა მოთხოვნების მხოლოდ 2/3-ია დაკმაყოფილებული. საზოგადოება პარლამენტის შენობასთან კვლავ იკრიბება და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. რა მოთხოვნები დააკმაყოფილა ხელისუფლებამ? გახარია-კობახიძე 21 ივნისს, აქციის პირველი ტალღის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ორ დათმობაზე წავიდა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თანამდებობიდან გადაეყენებინათ პარლამენტის თავმჯომარე-ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძის გადადომის შესახებ საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ აუწყა. ამას წინ პოლიტსაბჭოს …

ნუ მომკლავ

საქართველო დიდი ხანია დემოგრაფიული საფრთხის წინაშე დგას, ჩემი ინფოგრაფიკა აღწერს საქართველოში ხელოვნურსა და ნებაყოფლობით აბორტთა რიცხვს. https://bit.ly/2WSO49I

მკვლელი ნარკოტიკი თბილისში

შსს-ს დადგენილებით თბილისში 2 ახალგაზრდა მომაკვდინებელი ნარკოტიკის, მეფედრონის მსხვერპლი გახდა. ნარკოტიკის შემადგენლობა უცნობია და ის, გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ნარკოტიკების სახელით საღდებოდა. თბილისში, 27 აპრილს, ეგრეთ წოდებული აბაზანის მარილის მიღების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა, 8 სასწრაფო ეკიპაჟის მიერ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამ დრომდე 4 ახალგზრდა სიკვდილს ებრძვის, ხოლო 4 გამოწერეს. ექსპერტიზის პასუხები ამ …

სექსუალური უმცირესობა ხალხის პირისპირ

მოსახლეობის აზრი ჰომოსექსუალებზე  იყოფა. ნაწილი მათ ისეთს იღებს, როგორებიც არიან, ნაწილისთვის კი ასეთი ადამიანები მიუღებელია. თუმცა, არსებობენ ისეთი პირებიც, რომლებიც ჰომოსექსუალებს ჩაგრავენ და მათ სრულფასოვანად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. ჩვენ ბულინგის ერთ–ერთ მსხვერპლს გავესაუბრეთ.     ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქე მ.ლ. საკუთარი ორიენტაციის გამო ბულინგის მსხვერპლია. მან 2017 დაასრულა სკოლა და გასულ წლებს ჯოჯოხეთურად იხსენებს. როგორც …

ლგბტ თემის წარმომადგენლების ბულინგი საქართველოში

“დავიწყე ფიქრი სუიციდზე. მაშინ მივხვდი, რომ ჩემთვის ღმერთი არ არსებობდა, რადგან სწორედ ჩვენი რელიგიური მრწამსი არ მინდობს. მაგრამ  ჩემთვის არჩევის საშუალება არავის მოუცია. მე ბუნებამ გამაჩინა ასეთი და სხვა არაფერი მეშველებოდა. არ მინდოდა თვითმკვლელობით ჩემი ოჯახისთვის, რომელიც, ასევე, გეების მოძულეა და ყოველდღე მათი მიმართულებით იგინება, ზიანი მიმეყენებინა, თუმცა ჩემ გვერდით მარიამი იყო, რომელიც იგივე პრობლემას …

,,–პარკი გნებავთ?”

2019 წლის 1-ლი აპრილიდან მომხმარებელი მაღაზიებში ცელოფნის პარკებს ვეღარ მოითხოვენ. ახალი რეგულაციით, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მაღაზია დაჯარიმდება 500 ლარითა და პროდუქციის კონფისკაციით, გამეორების შემთხვევაში 1000 კი ლარით. როგორ ჩანაცვლდება პოლიეთილენის პარკი? პოლიეთილენის პარკის ბუნებაში სრულ დაშლას 100 წელი სჭირდება. 1–ლი აპრილიდან ამოქმედებული კანონის მიხედვით კი დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი. მსგავსი პარკების …

გასულია მომსახურეობის ზონიდან

დღესდღეობით “ჯეოსელს” 2 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 19 მარტს, დღის მეორე ნახევარში, მათ არ შეეძლოთ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, დარეკვა და შეუწყდათ ინტერნეტთან წვდომა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. იქნება თუ არა ეს შემთხვევა ქსელისთვის საზიანო? “ჯეოსელის” ქსელის შეფერხებით დაინტერესდა სხვადასხვა მედია საშუალება, მაგრამ მათი ინფორმაცია ერთმანეთისაგან განსხვავებული და ვრცელი არ იყო. ხარვეზის მიზეზებზე კომენტარი საკუთარ ფეისბუკ …

ეთიკის ნორმების დარღვევები მედიაში

არის შემთხვევები როდესაც მედიაში გარკვეულ დარღვევებს ვხვდებით. ხშირ შემთხვევაში ისინი შეუმჩნეველია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ დარღვევებსაც, რომლებიც ნათლად ჩანს. ზოგჯე ჟურნალისტები აქვეყნებენ სტატიებს სადაც დარღვეული არის ეთიკური ნორმები, არ არის დაცული ბალანსი, ობიექტურობა და ა.შ. ამ დარღვევების უკეთ წარმოსადგენად მოვიყვან შემდეგ მაგალითებს: cyc.ge – ს მიერ 24 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ინფორმაცია გადაუმწმებლად არის დაწერილი. შესაძლო …

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე