2/3

რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეთა მოთხოვნების მხოლოდ 2/3-ია დაკმაყოფილებული. საზოგადოება პარლამენტის შენობასთან კვლავ იკრიბება და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.

რა მოთხოვნები დააკმაყოფილა ხელისუფლებამ?

გახარია-კობახიძე

21 ივნისს, აქციის პირველი ტალღის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ორ დათმობაზე წავიდა. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თანამდებობიდან გადაეყენებინათ პარლამენტის თავმჯომარე-ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე
წყარო: imedinews.ge

ირაკლი კობახიძის გადადომის შესახებ საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ აუწყა. ამას წინ პოლიტსაბჭოს რამდენიმესაათიანი სხდომა უძღვოდა, მას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

წყარო: imedinews.ge

ირაკლი კობახიძე პარლამენტის სპიკერის პოსტს 2016 წლის 18 ნოემბრიდან იკავებდა. 38 წლის პოლიტიკოსი დღეს ,,ქართული ოცნების” რიგითი დეპუტატია, თუმცა გუნდის აღმასრულებელი მდივნის პოსტს ინარჩუნებს.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თანამდებობაზე 25 ივნისს ირაკლი კობახიძის ნაცვლად არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. გადაწყვეტილებას მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. პლენარულ სხდომას არ ესწრებოსნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ,, ევროპული საქართველოს” წევრები.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში
წყარო: 1tv,ge

2012-14 წლებში არჩილ თალაკვაძე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო, 2014-16 წლებში კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

არჩევნების პროპორციული სისტემა

24 ივნისს ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. “მმართველი გუნდი იწყებს მასშტაბურ პოლიტიკურ რეფორმებს, ჩვენ გთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და სრულად აუქმებს დღეს არსებულ ბარიერს. წესდება ნულოვანი ბარიერი და არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება,”-განაცხადა მან.

რას ნიშნავს პროპორციული სისტემა? პროპორციული სისტემის მიხედვით, მანდატები თითოეული ოლქის მიხედვით ნაწილდება პარტიების მიერ მოპოვებული ხმების პროპორციულად. ასევე, ეს სისტემა ხელს უწყობს საზოგადოებაშ ძალათა თანაფარდობის რეალური სურათის ასახვას.

რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი? ნულოვანი ბარიერი არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ პარტიას 1 ხმითაც შეეძლება ოარლამენტში მოხვედრა. ამ პრინციპის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა მთლიანი ხმების 0.67%-ის დაგროვებითაა შესაძლებელი, რაც პარლამენტში ერთი ადგილის ღირებულების ექვივალენტია.

მოთხოვნათა შეუსრულებელი 1/3

რუსთაველზე შეკრებილი საზოგადოება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თუმცა, სხვა მოთხოვნებისგან განსხვავებით, ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ არ შესრულებულა-გიორგი გახარია კვლავ იკავებს აღნიშულ პოსტს.

გიორგი გახარია
წყარო: imedinews.ge

27 ივნისს გიორგი გახარია ტელეწამყვანებს შეხვდა და 20 ივნისის მოვლენებზე კითხვებს პასუხები გასცა. შინაგან საქმეთა მინისტრს ,,რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა პოსტის დატოვება ურჩია და ჰკითხა, თუ რატომ ესროლეს ხალხს ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები. ,,ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა, არის ჩემი პასუხისმგებლობის ზონა. სანამ არ დასრულდება გამოძიება როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმის ნაწილში, მე ვრჩები აქ და ვიქნები აქ,”-უპასუხა მას გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, მისი სავარძელში ჯდომა პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და 2- ივნისს მომხდარი მოვლენები მისი ტვირთია.

რა მოხდა 20 ივნისს?


ზემოთ გადმოცემულ ცვლილებებს ბიძგი 20 ივნისს მომხდარმა მოვლენებმა მისცა. 19 ივნისს საქართველოში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გაიხსნა.

პროტესტი მას შემდეგ დაიყო, რაც ქართველმა ხალხმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი და არამბლეის თავმჯდომარე, სერგეი გავრილოვი იხილა. კადრების გავრცელებიდან მალევე პრეზიდიუმში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” დეპუტატები საქართველოსა და ევროკავშირის დროშით შეიჭრნენ.

სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში
წყარო: Palitravideo.ge

პროტესტის შემდეგ ასამბლეის საქმიანობა საქართველოში შეწყდა. მისი წევრები სასტუმრო ,,რედისონში” დაგაიყვანეს. მოგვიანებით, სერგეი გავრილოვი გაძლიერებული დაცვის თანხლებით სამშობლოში დააბრუნეს.

მომხდართან დაკავშირებული აქცია პარლამენტის წინ პირველად 20 ივნისს გაიმართა. მომიტინგეები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდნენ.

მას შემდეგ, რაც შეკრებილმა საზოგადოებამ პარლამენტის შენობაში შეჭრა და მისი დაკავება გადაწყვიტა, სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მათი დარბევა დაიწყო. აქციის დაშლისას გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადები გაზი და ხელკეტები. შედეგად 240 ადამიანი დაშავდა-31 ჟურნალისტი, 80 პოლიციელი და მომიტინგეები. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

წყარო: მარიამ დავითაძე

20 ივნისის მოვლენებს ,,გავრილოვის ღამე” დაერქვა. თუმცა, ეს მოვლენები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. რუსთაველის გამზირზე აქციები ამ დრომდე იმართება, რადგან სამი მოთხოვნიდან ერთი ჯერ კიდევ არ შესრულებულა-გიორგი გახარია კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრია.

წყარო: მარიამ დავითაძე

ნუ მომკლავ

საქართველო დიდი ხანია დემოგრაფიული საფრთხის წინაშე დგას, ჩემი ინფოგრაფიკა აღწერს საქართველოში ხელოვნურსა და ნებაყოფლობით აბორტთა რიცხვს.

https://bit.ly/2WSO49I

მკვლელი ნარკოტიკი თბილისში

შსს-ს დადგენილებით თბილისში 2 ახალგაზრდა მომაკვდინებელი ნარკოტიკის, მეფედრონის მსხვერპლი გახდა. ნარკოტიკის შემადგენლობა უცნობია და ის, გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ნარკოტიკების სახელით საღდებოდა.

თბილისში, 27 აპრილს, ეგრეთ წოდებული აბაზანის მარილის მიღების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა, 8 სასწრაფო ეკიპაჟის მიერ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამ დრომდე 4 ახალგზრდა სიკვდილს ებრძვის, ხოლო 4 გამოწერეს.

ექსპერტიზის პასუხები ამ დრომდე უცნობია.

ინტერვიუში ნარკოლოგმა ნატო მოწყობილმა განაცხადა, რომ “ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება იწვევს გულსისხლძარღვთა უკმარისობას, რასაც საბოლოოდ გარდაცვალებმადე მივყავართ. გაურკვეველი ვითარების გამო ახალგაზრდები იღებენ ისეთ ნივთიერებებს, რომლის შესახებაც არაფერი იციან. მსგავსი შემთხვევა არა ერთხელ გამეორებულა და ვფიქრობ დაუყონებლივაა საჭირო გარკვეული ზომების მიღება.”

თბილისში შავ ბაზარზე მეფედრონს სხვადასხვა სახელით ასაღებდნენ (GHB,MDMA), რადგან მისი გარჩევა სხვა ნარკოტიკებისგან ფაქტობრივად შეუძლებელია. 

გარდაცვლილი ახალგაზრდები კლუბ “ბასიანში” იმყოფებოდნენ, თუმცა, კლუბის წევრები პასუხისმგებლობას იხსნიან “მინდა განვაცხადო, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები სასწრაფო დახმარების საშუალებით არ გადაუყვანიათ “BASSIANI/HOROOM-“ის ტერიტორიიდან, როგორც ამას სხვადასხვა რეგრესული და მავნებლური ძალები ავრცელებენ. ახალგაზრდა ადამიანები საკუთარ სახლებში ძილის პერიოდში გარდაიცვალნენ.” კომენტარი გააკეთა ბასიანის დამფუძნებელმა, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტმა ნაჯა ორაშვილმა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” მიიჩნევს, რომ მომხდარი დღევანდელი ნარკოპოლიტიკის დამსახურებაა. მათი აზრით, არარეგულირებადი შავი ბაზარი მთელ მსოფლიოს უქმნის პრობლემებს. “ვინაიდან შავი ბაზარი ასეთ პირობებში სრულიად უკონტროლოა და მომხმარებელი არ არის დაცული ისეთი შემთხვევებისგან, რომ მათ ხელთ გაურკვეველი მომწამვლელი ნივთიერება აღმოჩნდეს, მეფედრონისა და სხვა მომწამლავი ნივთიერებების არსებობა რეპრესიულ ნარკოპოლიტიკასთანაა დაკავშირებული.” განაცხადა დავით სუბელიანმა, რომელიც ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი აქტივისტია.

თბილისის კრიმინალური დეპარტამენტის უფროსმა გიორგი  მოსაშვილმა გააკეთა კომენტარი “საკმაოდ გახშირდა საპატრულო სამსახურის გამოძახება ახალგაზრდების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა უმეტესია შემთვევა, როცა ისინი ნარკოტიკული საშუალებების მიღების გამო იღუპებიან. მეფედრონთან შეხება აქამდე არასდროს გვქონია. გამოუვალია მდგომარეობა კლუბებში, ღიად იყიდება ნარკოტიკული საშუალებები და სამართალდამცავები მუდმივად მუშაობენ ამ ვითარების გამოსასწორებლად, ტყუილია, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს და ატარებს ცუდ ნარკოპილიტიკას, ისინი დაუღალავად შრომობენ, რათა საფუძვლიანად აღმოფხვრან ეს პრობლემა, თუმცა, აუცილებელია ისიც, რომ ახალგაზრდა თობამ გაიაზროს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნებლობა და ფსიქოლოგიურად გაუჯდეთ მათ, რომ საკუთარ თავს ყველაზე დიდი შეცდომის დაშვების უფლებას მისცემენ მათი გამოყენების შემთხვევაში. კლუბის ტერიოტორიაზე ნარკოტიკული საშუალების მიღების გამო გამოძახება არასდროს ყოფილა.”

2017 წელს მსგავსი შემთხვევა განმეორდა ანაკლიაში ჩატარებულ ფესტივალ “GEM-FEST”-ზე, გარდაიცვალა 22 წლის გოგო GHB-ის მიღების გამო, რომელიც რისკის შემცველი ფსიქოსტიმულატორია.

ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის წევრმა ჯონდი ბაღთურიამ განაცხადა: “ამ პრობლემის აღმოფხვრის 2 გზა არსებობს, პირველი ის, რომ საკანონმდებლო ბაზა უნდა დაიხვეწოს, უნდა გამკაცრდეს სასჯელი ნარკოდილერების მიმართ, მათ უნდა ემუქრებოდეთ უვადო პატიმრობა და ქონების კომფისკაცია, რადგან ნარკომოვაჭრეები პირდაპირი გაგებით სიკვდილის გამყიდველები არიან. მეორე მხრივ უნდა გამოვიდეს ხალხი, მათ უნდა გამოთქვან პრეტენზია, რათა აუხილონ სახელმწიფოს თვალი. რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულებს, ისინი ავადმყოფები არიან, ხოლო ავადმყოფი ადამიანი არ უნდა ჩასვა ციხეში.”

ევროსაბჭოს 2016-2017 წლის ანგარიშით საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჯერ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი (ქურდობა), შემდეგ 260-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა)

არასამთავრობო ორგანიზანია “ბემონის” კვლევის მიხედვით საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 49 700-ს შეადგენს. ქვეყანაში მკურნალობა 6 კლინიკაში ტარდება, ერთ-ერთი კლინიკა დაფუძნებულია ბათუმში. სარეაბილიტაციო ცენტრებში შესაძლებელია ამბულატორიული დეტოქსიკაციისა და მოკლევადიანი რეაბილიტაციის ჩატარება.

“დღესდღეობით უამრავი პაციენტი მყავს, რომელსაც კლუბური ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად უამრავი ფსიქოლოგიური დარღვევა აქვს. ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღება მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ცვლის ფსიქიკურ მდგომარეობას”,- ინტერვიუში განაცხადა ფსიქოლოგმა დარეჯან თოლორდავამ.

ბიონარკოტიკი მეფედრონი არის სტიმულატორი ამფეტამინის და კათინონის ჯგუფიდან, მას იცნობენ როგორც “აბაზანის მარილს”, MEPH, MEOW, MIAOW-MIAOW, M-CAT და ა.შ. იგი არსებობს თეთრი ფხვნილის სახით, მოხმარება კი შესაძლებელია, როგოც სასუნთქი გზის საშუალებით, ინტრავენურად, ასევე ორალური გზით. მეფედრონის სიმპტომებია: ენერგიის მოზღვავება, აგზნება, ეიფორია, ცხვირიდან სისხლდენა, სუნთქვის გახშირება. 2008 წელს იგი აკრძალული ნარკოტიკების სიაში ერთხმად რამდენიმე სახელწიფომ შეიყვანა. საქართველოში მეფედრონი 2009 წელს გამოჩნდა, მას სახლის პირობებში ამზადებდნენ, თუმცა, მალევე გახდა შესაძლებელი მისი მზა მდგომარეობაში შეძენა.

მეფედრონის სხვა ნივთიერებებთან მიღებას შეუძლია ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.

https://www.google.com/search?q=%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiIj-339tXiAhXFC-wKHd9vDJAQ_AUIECgB&biw=1376&bih=749#imgrc=hM8Bo6_8Zm9N_M:

სექსუალური უმცირესობა ხალხის პირისპირ

მოსახლეობის აზრი ჰომოსექსუალებზე  იყოფა. ნაწილი მათ ისეთს იღებს, როგორებიც არიან, ნაწილისთვის კი ასეთი ადამიანები მიუღებელია. თუმცა, არსებობენ ისეთი პირებიც, რომლებიც ჰომოსექსუალებს ჩაგრავენ და მათ სრულფასოვანად ცხოვრების საშუალებას არ აძლევენ. ჩვენ ბულინგის ერთ–ერთ მსხვერპლს გავესაუბრეთ.

    ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქე მ.ლ. საკუთარი ორიენტაციის გამო ბულინგის მსხვერპლია. მან 2017 დაასრულა სკოლა და გასულ წლებს ჯოჯოხეთურად იხსენებს. როგორც იგი აღნიშნავს, ბავშვობის ასაკიდანვე ხვდებოდა თავის განსახვავებულ ორიენტაციას, თუმცა, არ უნდოდა ამის აღიარება, როგორც საკუთარ თავთან, ასევე საზოგადოებაში. სკოლაში მას სხვადასხვა უხამსი რეპლიკებით მიმართავდნენ, ხოლო როცა წამოიზარდა და უკვე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მისი მანერების დამალვა, მთვრალმა მეზობელმა სასიკვდილოდ სცემა. მას ეშინია საქართველოში ცხოვრების, რადგან ნათლად ხედავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები და, როგორც ჩანს, სახელწიფო მის უფლებებს არ დაიცავს და შესაძლოა, ფატალურად დაასრულოს სიცოცხლე.

“მე დღეს ღიად ვერ ვამხელ ჩემს ორიენტაციას, რადგან მეშინია,  რომ არ მომცემენ სიცოცხლის უფლებას. მე კი არ მინდა წამართვან ის, რაც თავად არ მოუციათ”,–აცხადებს მოქალაქე მ.ლ.

    ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციის “თანასწორობის მოძრაობის” მენეჯერი, ნიკოლო ღვინიაშვილი გვესაუბრა. “ნებისმიერი ბულინგის მთავარი მიზეზი განსხვავებული ადამიანის მიუღებლობაა, რასაც გაუნათლებლობა და თვითდამკვიდრების სურვილი იწვევს”,–განაცხადა მან. მისი აზრით, გამოსავალი ძალიან მტკივნეულია, თუმცა, ხშირი და საყოველთაო გამოსვლები ერთ-ერთი გზაა, ხოლო მოქალაქე მ.ლ. მარტო არ არის ამ მდგომარეობაში: “ვურჩევდი გაგვიცნოს ჩვენ, იაროს ფსიქოლოგთან და იბრძოლოს საკუთრი თავისა და მეგობრებისთის.” ნიკოლო ღვინიაშვილი მიიჩნევს, რომ მ.ლ. არ უნდა დანებდეს და განაგრძოს ბრძოლა არა არსებობისთის, არამედ სიცოცხლისთვის.

ლგბტ თემის წარმომადგენლების ბულინგი საქართველოში

“დავიწყე ფიქრი სუიციდზე. მაშინ მივხვდი, რომ ჩემთვის ღმერთი არ არსებობდა, რადგან სწორედ ჩვენი რელიგიური მრწამსი არ მინდობს. მაგრამ  ჩემთვის არჩევის საშუალება არავის მოუცია. მე ბუნებამ გამაჩინა ასეთი და სხვა არაფერი მეშველებოდა. არ მინდოდა თვითმკვლელობით ჩემი ოჯახისთვის, რომელიც, ასევე, გეების მოძულეა და ყოველდღე მათი მიმართულებით იგინება, ზიანი მიმეყენებინა, თუმცა ჩემ გვერდით მარიამი იყო, რომელიც იგივე პრობლემას ებრძოდა. იგი გამძლეობას მმატებდა, ვახერხებდით ერთმანეთის მორალურად გაძლიერებას.” – ნიკა ჯორბენაძე, 18 წლის.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 7 მაისს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით ოფიციალურად მივიღეთ კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”, საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლები თავს კომფორტულად მაინც ვერ გრძნობენ. ACT-ს მიერ 2018 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 50%–ს არ სურს, ქვეყნის მოქალაქე ლგბტ თემის წარმომადგენელი იყოს, 24% კი მათი ქვეყნიდან გაძევების მომხრეა.

ნიკა ჯორბენაძე და მარიამ გველესიანი თბილისში ცხოვრობენ, მათ დიდი ხნის განმავლობაში ჩაგრავდნენ ორიენტაციის გამო.  წელს სკოლა დაასრულეს, სწავლის გაგრძელებას კი ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებენ, რადგან, როგორც აღნიშნეს, აქ გაჩერება მათთვის გაუსაძლისია.

“მე და ნიკა პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ. რაღაც განსხვავებულს ერთმანეთში ყოველთვის ვამჩნევდით. სულ ეტყობოდა, რომ გოგონები მასში ინტერესს არ იწვევდა, თუმცა ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა, რადგან არც მე მიზიდავდა საპირისპირო სქესი,” – ამბობს მარიამი. მათი თქმით, ყველაზე რთული პერიოდის გადალახვა სწორედ ერთმანეთის დახმარებით შეძლეს. “მარიამს სახლში საკმაოდ რთული ვითარება ჰქონდა. დედა ხვდებოდა, რომ  განსახვავებული ორიენტაციის იყო, თუმცა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მაგრამ მარიამს მამა არასდროს აპატიებდა “ასეთ სირცხვილს”, ამიტომ იყო პერიოდი, როცა სასიყვარულო დრამის ინსცენირებაც კი მოგვიწია. ყველას ეგონა, რომ მე და მარიამს ერთმანეთი გვიყვარდა. ეს არ ყოფილა მარტივი. საზარელია საზოგადოებაში მოიქცე ისე, როგორც არ გინდა,” კომენტარი გააკეთა ნიკამ.

მარიამს 2016 წელს დაუდგინდა ნეიროცილკულარული დისტონია, ნევროზის ერთ-ერთი სახეობა, რომლის დროსაც ადამიანს ყველაფერი სტკივა. როგორც ექიმები აღნიშნავენ, მარიამის ეს დაავადება სწორედ ნერვულმა აშლილობამ და ფსიქოლოგიურმა სტრესმა გამოიწვია. მარიამი გვიამბობს, რომ 6 თვე გერმანიაში მკურნალობდა და მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად სამედიცინო დაწესებულებაში უწევდა ყოფნა, თავს მაინც ძალიან კარგად გრძნობდა, რადგან არ უწევდა ყოველდღიურად უხამსი ფრაზების მოსმენა. “ჩემს ცხოვრებაზე ლაპარაკი ნიკას გვერდით სრულ დისკომფორტს მიქმნის, რადგან ჩემი სირთულეები არაფერია მასთან შედარებით. რამდენჯერ მინახავს იგი თვალჩალურჯებული, პერანგშემოგლეჯილი, მხოლოდ იმიტომ, რომ გეია. არ ვიცი, ამდენად ძლიერი როგორ არის, რომ ყოველდღე ებრძვის მსგავს ცხოვრებას და ჩემ ნუგეშსაც ახერხებს,” – გვიამბო მარიამმა.

როგორც ისინი ამბობენ, მსგავსი ცხოვრების გამო არაერთ ფსიქოლოგთან უცდიათ მისვლა, თუმცა შედეგი ვერ მიიღეს. ისინი ფიქრობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მისვლა დახმარების სათხოვნელად სრული აბსურდია, რადგან ქართული მენტალიტეტი და გაუნათლებლობა იმდენად ფართომასშტაბურია, რომ მას ვერავინ აღმოფხვრის. “ძალიან გვაწუხებს ლგბტ პირების მდგომარეობა. ჩვენ კი გვეშველება და დავაღწევთ თავს აქაურობას, მაგრამ დანარჩენები? რამდენ ხანს უნდა იცხოვრონ ამ უსამართლობაში? რამდენმა ადამიანმა უნდა სცადოს თვითმკვლელობა; რამდენი უნდა დაავადდეს, რომ საზოგადოებას თვალი აეხილოს? ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და ოდესმე ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის.”–გვითხრა მარიამმა.

დღეს ნიკა და მარიამი თავს უკეთ გრძნობენ, რადგან გაიზარდნენ და ამდენ პრობლემასთან ერთად გაძლიერდნენ. როგორც ისინი ამბობენ, 2018 წელს საქართველოს დატოვენებ  და  2022 წლამდე არ დაბრუნდებიან, მანამ, სანამ სწავლას არ დაასრულებენ.

დეკანოზი ბასილ ბერიძის განმარტებით, მართლმადიდებლობა ებრძვის იმ იდეოლოგიას, რომელიც პროპაგანდას უწევს არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას  და არა კონკრეტულად პიროვნებებს. “მე არაერთ ჰომოსექსუალს ვიცნობ, რომლებიც დადიან ეკლესიაში, აბარებენ აღსარებას, მეტიც, თავს არ ახვევენ თავიანთ პრობლემებსა და უარყოფით თვისებებს სხვა ადამიანებს,” – განმარტავს დეკანოზი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ მენეჯერი, ნიკოლო მღებრიშვილი  ფიქრობს, რომ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ახალგაზრდები ახერხებენ, მიიღონ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები. “ლგბტ თემის ზოგი წარმომადგენელი მართლაც გამაღიზიანებლად იქცევა და ამას გვერდს ვერ ავუქცევთ. მათი მიღების საკითხი ქართულ მენტალიტეტზეც არის დამოკიდებული.  რეალობას ვერ გავექცევით.”–გვითხრა მან.  ნიკოლო გამოსავალს განათლებაში, აღზრდასა და ვითარების სწორად შეფასებაში ხედავს.

სახელი და გვარები შეცვლილია, მოისურვეს ანონიმურად დარჩენა.

,,–პარკი გნებავთ?”

2019 წლის 1-ლი აპრილიდან მომხმარებელი მაღაზიებში ცელოფნის პარკებს ვეღარ მოითხოვენ. ახალი რეგულაციით, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მაღაზია დაჯარიმდება 500 ლარითა და პროდუქციის კონფისკაციით, გამეორების შემთხვევაში 1000 კი ლარით.

როგორ ჩანაცვლდება პოლიეთილენის პარკი?

პოლიეთილენის პარკის ბუნებაში სრულ დაშლას 100 წელი სჭირდება. 1–ლი აპრილიდან ამოქმედებული კანონის მიხედვით კი დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი. მსგავსი პარკების სრულ დაშლას შესაბამის კლიმატურ პირობებში 6 თვე სჭირდება.

ბიოდეგრადირებადი პროდუქტი. წყარო: ,,PAC Worldwide(Worldwide manufacturer of protective and biodegradable packaging)”

სპეციალისტების თქმით, ცელოფნის პარკი შეგიძლია დაამზადო ჩვეულებრივი პოლიეთილენისგან, ბიოდეგრადირებადი პარკი კი შეიძლება დამზადდეს ამავე პოლიეთილენზე შესაბამისი ნივთიერებების დამატებით, რაც საბოლოოდ პარკის გაქრობას იწვევს. ამაზე ინფორმაციას გამოცემა ,,ბათუმელები” გვაწვდის.

წყარო: 1TV.ge

პოლიეთილენის პარკის ბუნებაში სრულ დაშლას 100 წელი სჭირდება. წყარო: 1TV.ge

მეტი კანონის შესახებ…

გაყიდვასთან ერთად აკრძალულია პოლიეთილენის პარკის ადგილზე წარმოება და იმპორტი. წარმოებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხოლო იმპორტს ზედამხედველობას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური გააკონტროლებს. კანონის მიხედვით, რეალიზატორებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შეამოწმებენ.

კიდევ ერთი აუცილებელი პირობის მიხედვით, ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს წარწერა, რომელიც მყიდველს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის− „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“, ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ და შემადგენლობა.

გაყიდვასთან ერთად აკრძალულია პოლიეთილენის პარკის ადგილზე წარმოება და იმპორტი.

წყარო:etaloni.ge

რა ბედი ეწევა ცელოფნის პარკის წარმოებას?

საქართველოში ცელოფნის პარკის ბიზნესის მეპატრონეები ახალ დადგენილებას უკმაყოფილებით შეხვდნენ –მათმა საწარმოებმა მუშაობა შეწყვიტა. ბათუმელების ინფორმაციით, 1-ლი აპრილის დადგენილების გამო უკვე 30-ზე მეტი ქარხანა დაიხურა, შედარებით მსხვილი ქარხნები კი მცირე დატვირთვით მუშაობენ. მეწარმეების ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საწარმოების გადაიარაღებისთვის სახელმწიფომ მათ საკმაოდ მცირე დრო მისცა, მაშინ, როცა თავად სახელმწიფომ ამ დროში ვერ უზრუნველყო ისეთი ლაბორატორიის ამოქმედება, სადაც შემოწმდება პარკი არის თუ არა ნამდვილად ბიოდეგრადირებადი.

წყარო: ია ფრანგიშვილი. Batumelebi.ge

გასულია მომსახურეობის ზონიდან

დღესდღეობით “ჯეოსელს” 2 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 19 მარტს, დღის მეორე ნახევარში, მათ არ შეეძლოთ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, დარეკვა და შეუწყდათ ინტერნეტთან წვდომა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. იქნება თუ არა ეს შემთხვევა ქსელისთვის საზიანო?

“ჯეოსელის” ქსელის შეფერხებით დაინტერესდა სხვადასხვა მედია საშუალება, მაგრამ მათი ინფორმაცია ერთმანეთისაგან განსხვავებული და ვრცელი არ იყო.

ხარვეზის მიზეზებზე კომენტარი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გააკეთეს. მათი თქმით, ამის მიზეზი ავარიული სისტემური დაზიანება იყო. მდგომარეობა სრულიად გამოსწორდა 22:32 საათზე.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 2 თებერვალსაც. სილქნეტის ჯგუფმა ბოდიში მოუხადა მომხმარებლებს და დაზარალებულები კომპენსაციის სახით 5 მეგაბაიტი ინტერნეტ პაკეტით დაასაჩუქრა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთმა გაავრცელა.

“ჯესოელის” ერთ-ერთი კონკურენტი ქსელი “მაგთია”. მომხდარი ფაქტი სათავისოდ გამოიყენა “მაგთიმ” და ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნა პოსტი, რომლის შინაარსი ასეთი იყო: “საღამოს 9 საათია და ჩვენთან ყველაფერი გენიალიურადაა… #ყველაზესაიმედოქსელი ” .

2019 წელს “ჯეოსელში” ორი შეფერხება დაფიქსირდა, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს. მათი მთავარი კითხვაა-როდემდე გაგრძელდება?

მთავარი სურათი წყარო news.ge

ეთიკის ნორმების დარღვევები მედიაში

არის შემთხვევები როდესაც მედიაში გარკვეულ დარღვევებს ვხვდებით. ხშირ შემთხვევაში ისინი შეუმჩნეველია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხვდებით ისეთ დარღვევებსაც, რომლებიც ნათლად ჩანს. ზოგჯე ჟურნალისტები აქვეყნებენ სტატიებს სადაც დარღვეული არის ეთიკური ნორმები, არ არის დაცული ბალანსი, ობიექტურობა და ა.შ. ამ დარღვევების უკეთ წარმოსადგენად მოვიყვან შემდეგ მაგალითებს:

წყარო: cyc.ge

cyc.ge – ს მიერ 24 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ინფორმაცია გადაუმწმებლად არის დაწერილი. შესაძლო ფაქტს მხოლოდ ერთი რესპონდენტი, ზვიად კუპრავას დედა, ადასტურებს. სტატიაში არ არის მოცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი, არც კი ჩანს რომ ავტორმა მათთან  დაკავშირება სცადა. სტატიაზე არც ფოტო და ვიდეო მასალა არ არის მიბმული, რომელიც დაადასტურებს, რომ ოფისი ნამდვილად დარბეულია. გადაუმოწმებელი ინფორმაცია სათაურშივეა მოყვანილი.

http://cyc.ge/%E1%83%96%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%93/?fbclid=IwAR35NFF0l8XsdyTX1rgfHp4ea1qu2OQq36knrgRnQ6eqdAGgwhgVuAPZnig

ავტორი სათაურშივე აღნიშნავს, რომ მეგი გოცირიძის მამა ე.წ. კანონიერი ქურდია, რითაც წინასწარ უქმნის უარყოფით განწყობას მკითხველს ამ პიროვნებისადმი. გადმოცემულ ფაქტს არავინ ადასტურებს ერთი პირის გარდა, არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეგი გოცირიძის, ან იმ ადამიანის კომენტარი, ვინც ფაქტს უშუალოდ შეესწრო. არ ჩანს, რომ ავტორმა სცადა მათთან კონტაქტზე გასვლა.

https://www.pia.ge/post/133488–kanonieri-qurdis-svili-megi-gocirize-aslamazova-parizsi-qurdobistvis-daakaves-

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე